საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ერაზმუს+“ საერთაშორისო ადმინისტრაციული მობილობისთვის დამატებითი კონკურსის შედეგები ცნობილია

Laura Papaskua Giorgi Tsulaia

“ერაზმუს+” საერთაშორისო ადმინისტრაციული მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები სლოვენიაში, “ევროპის უნივერსიტეტის” პარტნიორ, “ლუბლიანას ბიზნესსკოლას“ ეწვევიან.

კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებულები:

ლაურა პაპასქუა – “ევროპის უნივერსიტეტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი;

გიორგი წულაია – “ევროპის უნივერსიტეტის“ გრაფიკული დიზაინერი.

საერთაშორისო კვირეული სტრატეგიული მართვის მიდგომებსა და გლობალურ განათლებას ეძღვნება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს ჩაუტარდებათ სემინარები და სამუშაო შეხვედრები.

მათ საშუალება ექნებათ უკეთ გაიცნონ ადგილობრივი კულტურა და დაესწრონ რიგით მეშვიდე აღმოსავლეთ ევროპულ კონფერენციას, თემაზე: “მდგრადი ეკონომიკის სტრატეგიები გლობალიზებულ სამყაროში”.

აღსანიშნავია, რომ “ერაზმუს+” საერთაშორისო ადმინისტრაციული/აკადემიური მობილობა უცხოურ უნივერსიტეტებში სასწავლო თუ სამუშაო გამოცდილების მიღებას და უნივერსიტეტთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *