,,ევროპის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აკადემიური ნიშნით საბაზისო და კლინიკურ დისციპლინებში შემდეგი მიმართულებებით:
1) საბაზისო მიმართულებები (აკადემიური ნიშნით) (ინგლისურენოვანი):
- ანატომია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- ფიზიოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- ბიოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- ბიოქიმია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- ჰისტოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- გენეტიკა – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- მიკრობიოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- იმუნოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია, ;
- ფარმაკოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- პათოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- ჯანდაცვა – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- ამეცნიერო-კვლევა – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
2) მედიცინის კლინიკური მიმართულებები (აკადემიური ნიშნით) (ინგლისურენოვანი):
- კარდიოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- პულმონოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- ნეფროლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- შინაგანი მედიცინა – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- ზოგადი ქირურგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- უროლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- ტრავმატოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- პედიატრია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- მეანობა და გინეკოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- ნდოკრინოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- საოჯახო მედიცინა – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- რადიოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- რევმატოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- დერმატოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- ოფთალმოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- ოტორინოლარინგოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- გადაუდებელი მედიცინა – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის ვაკანსია;
- ანესთეზიოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- ინფექციური დაავადებები – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- ონკოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- ნევროლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- ფსიქიატრია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- სამედიცინო ტოქსიკოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- ნეიროქირურგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- ყბა-სახის ქირურგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- ალერგოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
- გასტროენტეროლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:
პროფესორის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- ჰქონდეს სულ მცირე 6 წელი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, ხოლო კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში სულ მცირე 6 წელი პედაგოგიური და ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება;
- ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან მათი თანაავტორობა;
- ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
- ინგლისური ენის არანაკლებ B2-დონეზე ცოდნა;
- უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში).
ასოცირებული პროფესორის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- ჰქონდეს სულ მცირე 3 წელი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, ხოლო კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში სულ მცირე 3 წელი პედაგოგიური და ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება;
- ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციის/პუბლიკაციების გამოქვეყნება ან მათი თანაავტორობა;
- ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
- ინგლისური ენის არანაკლებ B2- დონეზე ცოდნა;
- უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში).
ასისტენტ-პროფესორის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციების გამოქვეყნებები ან მათი თანაავტორობა;
- ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
- ინგლისური ენის არანაკლებ B2- დონეზე ცოდნა;
- ლინიკური დისციპლინების შემთხვევაში სულ მცირე ბოლო 3 წელი კლინიკური გამოცდილება;
- უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში).
ასისტენტის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან იყოს დოქტორანტი;
- ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
- ინგლისური ენის არანაკლებ B2- დონეზე ცოდნა.
- უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში).
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: info@eu.edu.ge ) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (განაცხადი ივსება მხოლოდ ერთი მიმართულებით და ერთ კონკრეტულ პოზიციაზე);
- ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის უნივერსიტეტის ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ მიბმული დოკუმენტების სახით);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- შესაბამის სფეროში კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული) დიპლომის არსებობის შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
- სამეცნიერო/პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
- საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების სია და ნაშრომები ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
- შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);
- სერტიფიკატის ასლი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგის გავლის ფაქტს (არსებობის შემთხვევაში, ხოლო სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საკუთარი რესურსით პერსონალის გადამზადებას);
- ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომელიც ადასტურებს კლინიკურ გამოცდილებას;
- შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში;
- ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტი:
- ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
- ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.);
- „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა“;
- სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).
კონკურსი ჩატარდება შპს „ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:
- პირველი ეტაპი – კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
- მეორე ეტაპი – საჩვენებელი ლექციის ჩატარება.
1. კონკურსი გამოცხადებულია 2025 წლის 15 იანვრიდან;
2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 17 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით;
3. კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 25 თებერვლისა;
4. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 27 თებერვლისა;
6. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2025 წლის 27 თებერვლისა;
7. კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2025 წლის 28 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით.
საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის:
კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური, ხოლო კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.
საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76. info@eu.edu.ge; ტელ: 032 2 000 171
კანდიდატის განცხადების ფორმა (მედიცინა) 15.01.2025
Candidate Application Form (Medicine) 15.01.2025 – ENG