რაულ ქირია
ვიცე-რექტორი სტრატეგიული კომუნიკაციებისა და სტუდენტური სერვისების მიმართულებით
რაულ ქირია სტრატეგიული კომუნიკაციებისა და სტუდენტური სერვისების მიმართულებით ვიცე-რექტორის პოზიციას ევროპის უნივერსიტეტში 2025 წლიდან იკავებს. იგი ამასთანავე არის ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და ახორციელებს პედაგოგიურ საქმიანობას აღნიშნული მიმართულებით.
რაულ ქირიამ 2005 წელს დაამთავრა "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა. 2006 წელს კი "თბილისის ეკოლოგიისა და ეკონომიკის ინსტიტუტის" საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი გახდა. 2018 წელს სწავლობდა "კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში" პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით, სადაც მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.
2023 წლის 20 დეკემბერს "საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში" დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - „საქართველო-უკრაინის ურთიერთობები და მათი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივები“.
რაულ ქირიას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სატელეციზიო, ბეჭდურ და ონლაინ მედიაში როგორც რეპორტიორის, ასევე რედაქტორის და მედია კონსულტანტის პოზიციებზე მუშაობის.
2012 წელს დააფუძნა საინფორმაციო სააგენტო „Front News“ და ამავე წლიდან არის სააგენტოს მთავარი რედაქტორი.
სხვადასხავა დროს დასაქმებული იყო მრჩეველის პოზიციაზე: სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში უკრაინელი პოლიტიკოსის, ინა ბოგოსლოვსკაიას, ასევე მთავრობის თავმჯდომარისა და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველად.
Სამუშაო გამოცდილება:
- 2024 წლის 4 ოქტომბერს უნივერსალური მშვიდობის ფედერაციამ, მშვიდობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, რაულ ქირიას მშვიდობის ელჩის წოდება მიანიჭა.
- 2020 წლიდან ლექციებს კითხულობს ,,ევროპის უნივერსიტეტში“ და ამავე უნივერსიტეტში იკავებდა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას.
- 2014 წლიდან არის საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ მედია კონსულტანტი და პროექტების მენეჯერი.
კონტაქტი: raul.kiria@eu.edu.ge