ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ევროპის უნივერსიტეტის” რექტორი ნინო ტალიაშვილი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციას ესწრება
“ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორი ნინო ტალიაშვილი უელსში (ინგლისი) ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციას ესწრება. 2024 EUA Annual Conference-ს 10-12 აპრილს სვონსის უნივერსიტეტი მასპინძლობს.
ნინო ტალიაშვილთან ერთად საერთაშორისო კონფერენციას “ევროპის უნივერსიტეტის“ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი გვანცა ჯიჩოშვილი ესწრება.
წლევანდელი კონფერენციის თემაა – “უნივერსიტეტები ევროპაში: კეთილსინდისიერება ცვლილებების დროს“.
#EUA2024AnnualConf-ზე განიხილება უნივერსიტეტების უნარი გაუმკლავდნენ ცვლილებებს და მოერგონ სოციალურ ტრანსფორმაციას ღირებულებისა და მისიის შენარჩუნების ფონზე.
“ევროპის უნივერსიტეტი“, 2021 წლიდან EUA-ს ასოციაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ინდივიდუალური ასოცირებული წევრია.