ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
HORIZON EUROPE საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისი
"ჰორიზონტი ევროპა" საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისი ევროპის უნივერსიტეტში 2022 წლის აპრილში დაარსდა.
საგრანტო ოფისის ფუნქციაა დააკვალიანოს უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების პროგრამა - Horizon Europe ინფორმაციის მოძიებაში; დაეხმაროს სხვა საერთაშორისო, თუ ადგილობრივ კონკურსებში მონაწილეობის მიღებაში, პროექტების მომზადებასა და მართვის პროცესებში.
საგრანტო ოფისის საქმიანობა შემდეგ აქტივობებს უკავშირდება:
- უნივერსიტეტის თანამშრომლების ინფორმირებულობის გაზრდა კვლევის დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ;
- კონსულტაციების და ტრეინინგების გზით პროექტების მომზადებისა და მართვის მხარდაჭერა;
- უნივერსიტეტის კვლევების მონაცემთა ბაზის შექმნა;
- ჰორიზონტ ევროპის სათაო ოფისთან და პროგრამის ეროვნულ საკონტაქტო პირებთან აქტიური თანამშრომლობა.
კონტაქტი:
horizoneuropeoffice@eu.edu.ge