“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის მოწვევით “ევროპის უნივერსიტეტისა” და სიბიუს ლუსიან ბლაგას უნივერსიტეტის (რუმინეთი) ასოცირებულმა პროფესორმა მიჰაი სავამ “ევროპის უნივერსიტეტში” ლექცია-სემინარები ჩაატარა.
პროფესორმა მიჰაი სავამ ლექცია-სემინარები დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისათვის, მიმდინარე წლის 24 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით გამართა.
ლექცია/სემინარები ჩატარდა ევროპის უნივერსიტეტის სიმულაციურ ცენტრში, პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსის „კლინიკური და პროფესიული უნარების“ ფარგლებში.
You need to enter your Consumer key and secret to display your recent twitter feed.