ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ევროპის უნივერსიტეტში, 19 ივნისიდან საჯარო ლექციების ციკლი ფსიქოლოგიაში ,, ყველა გზა ტვინში მიდის“ გაიმართება
ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ატარებს საჯარო ლექციების ციკლს ფსიქოლოგიაში:
,,ყველა გზა ტვინში მიდის“
პირველი ლექცია გაიმართება 2019 წლის 19 ივნისს, 12 საათზე.
თემა: „მიჯაჭვულობა, როგორც სოციალური ურთიერთობის საფუძველი, ნეირობიოლოგიური სამედიცინო და სოციალური ასპექტები.“
ლექციას წაუძღვება ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი – ბაკურ კოტეტიშვილი.
ლექციაზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურს გაეცნოს მიჯაჭვულობის მნიშვნელობას, მის ფორმებს, დარღვევებსა და კორექციას ბავშვის განვითარებაში.
მისამართი: გურამიშვილის 76. ევროპის უნივერსიტეტი.
საკონფერენციო დარბაზი 506.