3 ოქტომბერს ევროპის უნივერსიტეტში ენებისა და კულტურის ცენტრის მსმენელის, ნინო ინასარიძის ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ნინო ინასარიძე ნამუშევრებისთვის იყენებს სპილენძსა და ბუნებრივ ქვებს, რომლებიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ღონისძიებას ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისა და სტუდენტების გარდა, ესწრებოდნენ თსუ-ს პროფესორი, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) ელჩი, ნინო აბრალავა და ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის კონფედერაციის წევრი, ალტერნატიულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, გია სულაქველიძე.