15 ოქტომბრიდან ევროპის უნივერსიტეტში ამერიკელი პროფესორის, ადვოკატ დევიდ კოლბეს სერტიფიცირებული ტრენინგ-კურსი: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო“ მიმდინარეობს. ტრენინგ-კურსში მონაწილეობენ როგორც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე სამართლის სფეროთი დაინტერესებული პირები. კურსი 10 დღიანია და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.