23 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტმა საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის განახლების ფარგლებში, რონდელის ფონდთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორა.
მომორანდუმის ფარგლებში, ევროპის უნივერისტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ რონდელის ფონდში სტაჟირება გაიარონ და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.
ასევე, დაგეგმილია ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებების, ლექციებისა და კვლევითი საქმიანობის განხორციელება.
შეხვედრაზე რონდელის ფონდის წარმომადგენლებმა სტუდენტებს საინფორმაციო ჟურნალებიც დაურიგეს.