ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს „გლობალიზაცია და ბიზნესი“ ახალი იმპაქტ-ფაქტორი მიენიჭა

ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს „გლობალიზაცია და ბიზნესი“ ევროპული ბაზის Index Copernicus ახალი იმპაქტ-ფაქტორი ICV2018=82.85 მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ წინა მაჩვენებელთან შედარებით, ჟურნალს გაუმჯობესებული შედეგი აქვს, რაც ჟურნალისა და მისი ავტორების მიმართ საერთაშორისო ინტერესისა და ცნობადობის ზრდასთან არის დაკავშირებული.