სხვა სიახლეები

სიყვარულის დღე ევროპის უნივერსიტეტში – EU feat Evex LOVE Day Party

siqvarulis-dghe-evropis-universitetshi-eu-feat-evex-love-day-party

15 აპრილს, 19:00 საათზე, ევროპის უნივერსიტეტის ფოიეში EU feat Evex LOVE Day Party გაიმართა, რომელიც ევროპის უნივერსიტეტმა და სამედიცინო კორპორაცია ევექსმა, სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, ერთობლივად განახორციელეს.

დილით, უნივერსიტეტში მოსულ სტუდენტებს, სიყვარულის თემატიკის აქსესუარებით გაფორმებული სივრცე და შესაბამისი მუსიკით გაჯერებული ატმოსფერო დახვდათ, რამაც წინასწარ შექმნა განწყობა საღამოს წვეულებისთვის.

წვეულებას მუსიკალურად ევროპის უნივერსიტეტის ბენდი Fiction აფორმებდა.

საღამოს მოსულ სტუდენტებს სასიამოვნო გარემო, კოქტეილი, CANDY ფურშეტი, ბევრი საჩუქარი და სიურპრიზი დახვდათ, სამედიცინო კორპორაცია ევექსის წარმომადგენლებმა კი სახალისო გათამაშება მოაწყვეს და სტუდენტებს საჩუქრები გადასცეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *