სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებმა სამოტივაციო წერილისა და რეზიუმეს მომზადების მასტერკლასი გაიარეს

evropis-universitetis-studentebma-samotivatsio-cerilisa-da-reziumes-momzadebis

3 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა მასტერკლასი თემაზე: როგორ მოვამზადოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი.

მასტერკლასი ჩაატარა ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა HR-მა, ევროპის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა თეონა ბაბუნაშვილმა.

მასტერკლასზე დამსწრე სტუდენტებმა გაიღრმავეს კარიერული კომპეტენციები, მიიღეს ინფორმაცია სამოტივაციო წერილსა და რეზიუმეში დასასმელი მთავარი აქცენტების შესახებ და აითვისეს სასარგებლო ტექნიკები აღნიშნული დოკუმენტების მოსამზადებლად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *