საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია (GMSA) იწყებს ახალ, მასშტაბურ პროექტს “INSIMU VIRTUAL PATIENT”.
InSimu მობილური აპლიკაციაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მოირგოთ ექიმის როლი და ვირტუალურ პაციენტებთან იმუშაოთ. პროექტის პირველ ეტაპზე, უნივერსიტეტების ფარგლებში, გაიმართება კონკურსი, რომელიც თითოეული უნივერსიტეტიდან ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 10 სტუდენტს გამოავლენს.
აღნიშნული კონკურსი შემდეგ უნივერსიტეტებში გაიმართება:
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (TSMU);
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU);
დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი (DTMU);
თბილისის სამედიცინო აკადემია (TMA);
ევროპის უნივერსიტეტი (EU);
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (SDASU)
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი (NVU).
მეორე, დასკვნით ეტაპზე გამოვლინდება 5 გამარჯვებული.
InSimu-ს პრეზენტაცია ევროპის უნივერსიტეტში 28 მარტს ჩატარდება.
კონკურსის პირველი ეტაპი ევროპის უნივერსიტეტში 29, 30, 31 მარტს გაიმართება.
სტუდენტთა ვინაობა, რომლებიც ფინალურ ტურში მიიღებენ მონაწილეობას,3 აპრილს გამოცხადდება.
ფინალურ ტურს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 8 და 9 აპრილს უმასპინძლებს.
დაჯილდოების ცერემონია 15 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება.
აპლიკაციის სანახავად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://insimu.com/insimu_patient_app
მონაწილეობა უფასოა.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამაგისტრო (MD) პროგრამის (მე-3 კურსი და ზემოთ) სტუდენტებს.
აპლიკაციის გამოყენების შესახებ ინსტრუქციების უკეთ გასაცნობად, სასურველია დაესწროთ InSimu პრეზენტაციას. თქვენ ასევე მიიღებთ პრომო კოდს, რომელიც აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.