ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ევროპის უნივერსიტეტსა” და “მინდანაოს უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
“ევროპის უნივერსიტეტსა” და “მინდანაოს უნივერსიტეტს” (ფილიპინები) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ “მინდანაოს უნივერსიტეტი” 1946 წელს დაარსდა და ფილიპინებში ერთ-ერთ უძველეს კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. “მინდანაოს უნივერსიტეტი” სტუდენტებს 100-ზე მეტ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს.
“მინდანაოს უნივერსიტეტი” “ევროპის უნივერსიტეტისთვის” ფილიპინებში რიგით პირველი პარტნიორია.