ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ევროპის უნივერსიტეტს” და “პაულისტას უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
“ევროპის უნივერსიტეტს” და “პაულისტას უნივერსიტეტს” (ბრაზილია) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ “პაულისტას უნივერსიტეტი” ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტია ბრაზილიაში. “პაულისტას უნივერსიტეტი” ფლობს 27 კამპუსს, რომელიც 65 კორპუსს, 339 ლაბორატორიას და 90 კლინიკას მოიცავს.
“პაულისტას უნივერსიტეტი” “ევროპის უნივერსიტეტისთვის” ბრაზილიაში რიგით პირველი პარტნიორია.