ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ევროპის უნივერსიტეტი” აცხადებს ღია კონკურსს სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არქეოლოგიის მიმართულებით
“ევროპის უნივერსიტეტი” აცხადებს ღია კონკურსს სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არქეოლოგიის მიმართულებით შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
პროფესორი (აკადემიური ნიშნით)- 13 ვაკანსია;
ასოცირებული პროფესორი ( აკადემიური ნიშნით ) – 8 ვაკანსია;
ასისტენტ-პროფესორი ( პროფესიული ნიშნით ) – 2 ვაკანსია.
კონკურსის ვადები:
1. კონკურსი გამოცხადებულია 2022 წლის 21 აპრილიდან;
2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 23 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით;
3. კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2022 წლის 27 მაისისა;
4. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2022 წლის 31 მაისისა;
5. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2022 წლის 3 ივნისისა;
6. კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადა 2022 წლის 3 ივნისიდან 8 ივნისის ჩათვლით;
7. დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ 2022 წლის 23 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით.
საკონტაქტო ინფორმაცია: თბილისი, დ. გურამიშვილის გამზ. N76. hr@eu.edu.ge; info@eu.edu.ge ტელ: 032 2000 171
ვრცლად იხ.: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=367871