უცხოელ სტუდენტთა შერჩევისა და მიღების სამსახური

სამსახურის შესახებ

უცხოეულ სტუდენტთა შერჩევისა და მიღების სამსახურის ფუნქციებია:

  • უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საერთაშორისო სტატუსის მქონე სტუდენტების შერჩევის პროცესში მონაწილეობის მექანიზმების შემუშავება და დანერგვა სტუდენტების მოზიდვის ეფექტური პოლიტიკის და მიდგომების უზრუნველყოფის მიზნით;
  • საერთაშორისო სტუდენტების შერჩევის სრული პროცესის ორგანიზება, განაცხადების მიღების, პირველადი შეფასების და ჩარიცხვის ყველა ასპექტის კოორდინირება;
  • პოტენციური კანდიდატებისთვის დეტალური, ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა უნივერსიტეტში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტაციის, შერჩევის პროცედურისა და ორგანიზაციული საკითხების შესახებ;
  • ჩარიცხვის პროცესში, სავიზო პროცედურებში, საზღვრის გადასაკვეთად აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების და საზღვარგარეთ მიღებული განათლების აღიარების მიმართულებით საერთაშორისო სტუდენტების მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • საერთაშორისო სტატუსის სტუდენტების დოკუმენტაციის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის პროცედურისა და პირადი საქმეების ორგანიზება;
  • პოტენციურ საერთაშორისო სტუდენტებსა და შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციას შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა კანდიდატების შესახებ სათანადო ინფორმაციის, დოკუმენტაციის მიწოდებისა და ონლაინ თუ ფიზიკური შეხვედრების ორგანიზების მეშვეობით;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის პოლიტიკის მხარდაჭერისა და უნივერსიტეტის შესახებ საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის მიზნით;
  • უნივერსიტეტის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად დამატებითი უფლებამოსილების გახნორციელება, რაც გამომდინარეობს სამუშაოს სპეციფიკური ხასიათიდან.

თანამშრომლები

  • ლაშა ჩახვაძე​
  • უცხოეულ სტუდენტთა შერჩევისა და მიღების სამსახურის უფროსი​
  • 2 000 171 (203)​
  • lasha.chakhvadze@eu.edu.ge​
  • ეკა ზარგინავა
  • უცხოელ სტუდენტთა შერჩევისა და მიღების მენეჯერი​
  • 2 000 171
  • eka.zarginava@eu.edu.ge​
  • სალომე წიკლაური
  • უცხოელ სტუდენტთა შერჩევისა და მიღების მენეჯერი​
  • 2 000 171 (226)​​
  • salome.tsiklauri@eu.edu.ge