ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
დასაქმება და კარიერული განვითარება
ევროპის უნივერსიტეტში დასაქმებაზე და კარიერულ განვითარებაზე ზრუნავს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი.
ევროპის უნივერსიტეტი თანამშრომლობს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. ჩვენს პარტნიორებს და, შესაბამისად, ჩვენი სტუდენტების/კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებს, სფეროში წარმატებული კომპანიები და ორგანიზაციები წარმოადგენენ.
ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სტუდენტი /კურსდამთავრებული იყოს წარმატებული, შესაბამისად:
- ვეხმარებით მათთვის სასურველი სამსახურის შერჩევაში;
- ჩვენი პარტნიორები მათი პოტენციური დამსაქმებლები არიან;
- ხელს ვუწყობთ დასაქმებისთვის საჭირო უნარების და კომპეტენციების განვითარებაში;
- პარტნიორ კომპანიებთან და დარგის ცნობილ სპეციალისტებთან ერთად ვაროგანიზებთ საჯარო ლექციებს, ვორკშოპებს და მასტერკლასებს;
ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტს ნებისმიერ დროს, ინდივიდუალურად შეუძლია ისარგებლოს კარიერული კონსულტანტის მომსახურებით კარიერული განვითარების ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: რეზიუმეს შედგენა, სამოტივაციო წერილის შედგენა, მომზადება გასაუბრებისთვის და სამუშაო გარემოსთან ადაპტირება. მომსახურების მისაღებად, სტუდენტი უნდა დაუკავშირდეს მომსახურების ცენტრს ნომერზე: 2 000 171 (165) ან ელ.ფოსტაზე servicecenter@eu.edu.ge და ჩაეწეროს კონსულტაციაზე