სხვა სიახლეები

კონკურსი სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

konkursi-sameditsino-pakultetis-studentebisatvis

ევროპის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

ჩვენი უნივერსიტეტიდან შეირჩევა ორი სტუდენტი, რომლებიც ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე საერთაშორისო სკოლა/სიმპოზიუმს – “თავის ტვინი და ნეიროპლასტიურობა: სტრუქტურული და მოლეკულური ასპექტები“ დაესწრებიან.

სკოლა/სიმპოზიუმი 2019 წლის 3-7 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში გაიმართება.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ შენდეგ ბმულს: http://bnsma2019.iliauni.edu.ge/school-of-young-scientists/
რეგისტრაცია უფასოა.

საბუთების (CV, პასპორტისა და სამოტივაციო წერილის დასკანირებული ასლი)  წარდგენის ბოლო ვადაა 12:00, 30 მარტი, 2019 წ. დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: studentinfo@eu.edu.ge

შერჩევის პროცესი მოიცავს წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვას და შედეგების გამოცხადებას.
შერჩევის კრიტერიუმები:

  •  ნიშნების საშუალო მაჩვენებელი (GPA) – 60% კანდიდატის სწავლის შედეგების შეფასებაში;
  •  მონაწილეობა აკადემიურ საქმიანობაში (კონფერენციები, სემინარები, ვორქშოფები და სხვ.)- 30 %;
  •  მონაწილეობის მიღება ისეთ საქმიანობაში (სწავლება, საპილოტე პროგრამაში ჩართულობა, ორგანიზაციულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და ა.შ.), რომელიც სასწავლო პროგრამით არ არის გათვალისწინებული – 10 %.

კომისია კანდიდატის შერჩევის თაობაზე გადაწყვეტილებას 2019 წლის 30 მარტის 18 საათამდე მიიღებს.
გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ვებსაიტზე და ევროკავშირის საერთაშორისო ოფისის საინფორმაციო ბლოგზე გამოქვეყნდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *