შპს ევროპის უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის განკარგულების „წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ საფუძველზე, უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებს, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურსა და სამედიცინო მომსახურების სამსახურს დაევალა უზრუნველყონ:
არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოვლენა;
არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოვლენილ კონტინგენტს მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია ვაქცინაციის თაობაზე.