მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

9 დეკემბერს სტუდენტებისთვის მხედველობის ლაზერული კორექციის უახლეს აპარატზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

ლაზერული
9 დეკემბერს, 14:00 საათზე, “ევროპის უნივერსიტეტში” მედიცინის ფაკულტეტის ოფთალმოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით სტუდენტებისთვის უახლესი თაობის “Carl Zeiss Visumax 800” ლაზერული ტექნოლოგიის შესაძლებლობებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრას „ავერსის კლინიკის“ წარმომადგენლები გაუძღვებიან და სტუდენტებს მხედველობის უფასო სკრინინგსა და მშრალი თვალის დიაგნოსტირებას ჩაუტარებენ.

Carl Zeiss VisuMax 800 არის მოწინავე ფემტოწამიანი ლაზერული სისტემა, რომელიც გამოიყენება თვალის ქირურგიაში.

მხედველობის ლაზერული კორექციით დაინტერესებულ პირებს სკრინინგის შემდეგ ექნებათ შესაძლებლობა უფასო კონსულტაცია გაიარონ „ავერსის კლინიკაში“, სადაც ჩაუტარდებათ სიღრმისეული, პირველადი გამოკვლევები.

ადგილმდებარეობა: დ. სარაჯიშვილის გამზირი 17
აუდიტორია: 507
დრო: 9 დეკემბერი, 14:00 საათი