2019 წლის 23 იანვარს, ევროპის უნივერსიტეტში ჟურნალის არქეოლოგია მეორე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდა პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი და ზემოაღნიშნული ჟურნალის მთავარი რედაქტორი – ალექსანდრე ნონეშვილი.
ჟურნალი არქეოლოგია ევროპის უნივერსიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმისა და აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის მიერ ერთობლივად გამოიცა. ჟურნალის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი ლაშა კანდელაკიშვილი, არქეოლოგები: ვახტანგ ლიჩელი, გივი ინანიშვილი, გურამ გრიგოლია, ასევე, არქიტექტორი ნიკოლოზ შავიშვილი, ისტორიკოსი ვალერი ვაშაკიძე, ეთნოლოგი გურამ შერვაშიძე, ნუმიზმატი მედეა შეროზია, მცხეთის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი ნუკრი მაისურაშვილი და სხვ.