სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის 2019-2025 წლების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია/განხილვა გაიმართა

evropis-universitetis-2019-2025-clebis-strategiuli-gegmis-prezentatsiagankhilva-gaimarta

2018 წლის 21 დეკემბერს, ევროპის უნივერსიტეტის 2019-2025 წლების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია/განხილვა გაიმართა. ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან ერთად, სტუდენტებიც დაესწრნენ. უნივერსიტეტის სტრატეგული გეგმა დამსწრე საზოგადოებას უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, თამარ კერძაიამ და სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა, ლევან მადათოვმა ერთობლივად გააცნეს.

სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა ევროპის უნივერსიტეტში 2018 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულნი იყვნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, კურსდამთავრებულები და დამსაქმებლები. ევროპის უნივერსიტეტის 2019-2025 წლების სტრატეგიული გეგმით ორგანიზაციის პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრა. მომდევნო წლების განმავლობაში ევროპის უნივერსიტეტის საქმიანობა სწორედ ამ პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად წარიმართება.