სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

8-9 დეკემბერს ჩეხეთის ვეტერინარული კლინიკის წარმომადგენლები „ევროპის უნივერსიტეტში“ შეხვედრებს გამართავენ

ჩეხეთის
8 და 9 დეკემბერს, „ევროპის უნივერსიტეტი“ ჩეხეთის რესპუბლიკის წამყვანი ვეტერინარული ფარმაცევტული კომპანიის „Bioveta“ წარმომადგენლებს უმასპინძლებს.

ვიზიტის მიზანია, ვეტერინარიის ინტეგრირებული პროგრამის სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის, პროფესიული გამოცდილებისა და თანამედროვე ვეტერინარული პრაქტიკის გაზიარება.

ვიზიტის ფარგლებში კლინიკა „Bioveta“-დან შეხვედრებს გამართავენ:

  • დოქტორი Ronen Hoikhman – ბრნოს ვეტერინარული და ფარმაცევტული მეცნიერებების უნივერსიტეტის დოქტორი, „Bioveta“-ს ცხენებისა და მეცხოველეობის პროდუქტების ტექნიკური მენეჯერი
  • დოქტორი Ayele Wuhib – ვეტერინარი მეფრინველეობის სფეროში

მომხსენებლები ისაუბრებენ ვეტრინარიაში არსებულ აქტუალურ საკითხებზე და ჩაატარებენ პროფესიულ სემინარებს შემდეგ თემებზე:
8 დეკემბერი | დასაწყისი 15:00 საათი

  • მსხვილფეხა პირუტყვის რესპირატორული დაავადებები
  • ცხენების პრევენციული მედიცინა: გრიპი, ტეტანუსი, ჰერპესვირუსული ინფექციები
  • ახალშობილი გოჭების დიარეის პრევენცია და მართვა

9 დეკემბერი | დასაწყისი 15:00

  • ფრინველებში გავრცელებული ინფექციური დაავადებები და მათი პრევენცია
  • ძაღლებისა და კატების ვაქცინაციის თანამედროვე მიდგომები

შეხვედრის სამუშაო ენა – ინგლისური.

ღონისძიება განკუთვნილია ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, სფეროში ჩართული პროფესიონალებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

ადგილმდებარეობა: A კორპუსი, გურამიშვილის გამზირი 76, აუდიტორია 505