სხვა სიახლეები

6 ნოემბერს ონლაინ ვებინარი თემაზე “განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტების სტომატოლოგიური მენეჯმენტი” გაიმართება

სტომატოლოგიური მენეჯმენტი
6 ნოემბერს, 18:00 საათზე, ონლაინ ვებინარი თემაზე “განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტების სტომატოლოგიური მენეჯმენტი” გაიმართება.

ვებინარი ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის “განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში (HEAL)“ (ERASMUS-EDU-2023-CBHE-STRAND-1-101129331) ფარგლებშია დაგეგმილი.

ვებინარს ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სოფიო სამხარაძე და ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი მარიკა ზურმუხტაშვილი გაუძღვებიან.

ვებინარზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://us02web.zoom.us/meeting/register/jDTH3d3fQT2gHpmJmsqrZQ

პროექტის „Heal“ შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://heal.eu.edu.ge/