4 ივნისს სტუდენტებისთვის ლექცია თემაზე: „International Commercial Disputes: Arbitration, Litigation and Global Enforcement” გაიმართება

4 ივნისს, 13:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტში“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექცია თემაზე „არბიტრაჟი, სასამართლო და გლობალური აღსრულება / International Commercial Disputes: Arbitration, Litigation and Global Enforcement” გაიმართება.
ლექციას ლონდონში ბაზირებული მსოფლიოს წამყვანი იურიდიული კომპანიის, Squire Patton & Boggs-ის პარტნიორი, დავების სპეციალისტი, ენერგეტიკის, გადაზიდვების, საერთაშორისო კომერციის, ინფრასტრუქტურისა და საფინანსო ინდუსტრიის ექსპერტი მაიკლ დავარი გაუძღვება.
სამუშაო ენა: ინგლისური
ადგილმდებაორება: „ევროპის უნივერსიტეტის“ A კორპუსი, გურამიშვილის გამზირი 76, აუდიტორია 505
ლექციაზე დასწრება შეუძლიათ სხვა დაინტერესებულ სტუდენტებსაც.