30 ოქტომბერს ონლაინ ვებინარი თემაზე “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირის ღრუს მოვლის თავისებურებები” გაიმართება

30 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ონლაინ ვებინარი თემაზე “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირის ღრუს მოვლის თავისებურებები” გაიმართება.
ვებინარი ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის “განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში (HEAL)“ (ERASMUS-EDU-2023-CBHE-STRAND-1-101129331) ფარგლებშია დაგეგმილი.
ვებინარს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ლობჟანიძე და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი თამთა ჩიქობავა გაუძღვებიან.
ვებინარზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://us02web.zoom.us/meeting/register/hMaGbFCLQV2qrf2lX0VwZw
პროექტის „Heal“ შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://heal.eu.edu.ge/