28 ივლისს “ევროპის უნივერსიტეტის” კურსდამთავრებულთა ცერემონია 2025 გაიმართა

28 ივლისს, სადღესასწაულო სივრცე “შუაგულში“ “ევროპის უნივერსიტეტის“ 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.
ღონისძიება მუსიკალურად ევროპის უნივერსიტეტის პოპ ჯგუფმა – „გამორჩეულმა“ გახსნა.
კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა და ვიცე-რექტორმა ნიკოლოზ ფარჯანაძემ მიულოცეს.
ღონისძიებას “ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-რექტორი რაულ ქირია ესწრებოდა.
გამორჩეული მომენტებით სავსე საღამოს განმავლობაში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ილია ბოცვაძემ, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ეკა კაველიძემ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ნათია ჯოჯუამ და სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა მარიკა ზურმუხტაშვილმა კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს.
სწავლის დასრულება არა მხოლოდ პროფესიული განათლების გზაზე გადადგმული ნაბიჯი, არამედ წლების განმავლობაში გაწეული შრომის, სირთულეების დაძლევისა და თავდადების განსაკუთრებული შედეგია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ღირებულებებსა და შესაძლებლობებს, რასაც “ევროპის უნივერსიტეტი“ თავის სტუდენტებს მთელი ამ გზის განმავლობაში სთავაზობს.
კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო 2025