სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტსა” და აუდიტორულ კომპანია EY-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

momsaxurebis centri - memorandumi

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, “ევროპის უნივერსიტეტსა“ და „Big Four”-ის წევრ, აუდიტორულ კომპანია EY-ს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი სტუდენტების დარგობრივი კომპეტენციის გაუმჯობესებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს.

ურთიერთთანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტუდენტების დასაქმებას მათთვის საინტერესო მიმართულებით, რაც მათ პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარება.

EY ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 150-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და აუდიტორულ კომპანიებს შორის მსოფლიო მასშტაბით მესამე ადგილს იკავებს.

კომპანიის წარმომადგენლები სტუდენტებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობენ, რაც მათ კარიერულ განვითარებაში დაეხმარება.