საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები, სტომატოლოგიის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტები თურქეთში “აიდინის უნივერსიტეტში” კლინიკური სტაჟირებას გაივლიან

stomatologia

“ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისათვის “აიდინის უნივერსიტეტში” კლინიკური სტაჟირების გავლის მიზნით გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია.

1-8 თებერვალს თურქეთში პრაქტიკას შემდეგი სტუდენტები გაივლიან:

  • გიორგი ჩქარეული
  • მარიამ შურღულაია
  • ანანო გოგოლაძე
  • მარიამ ფორჩხიძე
  • მიხეილ პაჭკორია
  • ალი რაშიდ
  • შამიმ მალექშაჰი
  • ომარ მოსანნა აჰმად აბუშარარ
  • მაჰმუდ ჰუსსეინ აჰმედ ალჰომუზ
  • ხალდუნ ქრაინი

შერჩეული სტუდენტები ერთი კვირის განმავლობაში კლინიკურ პრაქტიკას პირის ღრუსა და ყბა-სახის რადიოლოგიის, პირის ღრუსა და ყბა-სახის ქირურგიის, ენდოდონტიის, პაროდონტოლოგიის და აღდგენითი სტომატოლოგიის დეპარტამენტებში გაივლიან.

შერჩეული სტუდენტების ავიაბილეთის, სასტუმროში განთავსების და პროგრამის საფასურს “ევროპის უნივერსიტეტი” სრულად დაფარავს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *