“ევროპის უნივერსიტეტის“ ვეტერინარიის პროგრამის სტუდენტებისთვის 14 თებერვალს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოში რძის სექტორის მდგომარეობაზე და საჭიროებებზე ტრენინგს გამართავს. თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ სტუდენტები პრაქტიკულ სამუშაოებს მეცხოველეობის ფერმაში გაივლიან.
ტრენინგს ვეტერინარი და სურსათის უვნებლობის ექსტენციის სპეციალისტი ანუკი ნაცვლიშვილი გაუძღვება.
ტრენინგი განკუთვნილია ვეტერინარიის პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებისთვის. მასზე დასწრება შეუძლიათ მე-2 და მე-3 კურსის იმ სტუდენტებსაც, ვინც გასულ წელს მონაწილეობა ვერ მიიღეს FAO-ს მიერ ჩატარებულ ტრენინგში ან/და მის პრაქტიკულ ნაწილში.
პროექტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან რძის პროდუქტებს, სურსათის უვნებლობის საკითხებსა და არსებულ კანონმდებლობას. ისინი ასევე მიიღებენ ინფორმაციას კლინიკურ და ფარულ მასტიტებზე, ანტიბიოტიკების სწორ გამოყენებაზე, სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებზე.
ტრენინგის ბოლოს სტუდენტებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ დისკუსიაში და განიხილონ კლინიკური შემთხვევაზე დაფუძნებული შემთხვევა.
თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ სტუდენტები ეწვევიან ასპინძის მუნიციპალიტეტს, სადაც ჰოლშტეინების ფერმას, ხელოვნური განაყოფიერების ბაზას და რძის გადამმუშავებელ საწარმოს დაათვალიერებენ.
შესაბამისი ცოდნის მიღების შემდეგ კი თავად შეამოწმებენ ნედლი რძის პარამეტრებს ლაქტოსკანით და ანტიბიოტიკების სწრაფი ტესტებით გამოიკვლევენ რამდენიმე ნიმუშს.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე არა უგვიანეს 12 თებერვლისა: სარეგისტრაციო ბმული