მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებისთვის “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” პრაქტიკის გავლის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

joeni

“ევროპის უნივერსიტეტის” “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” პრაქტიკის გავლის მიზნით მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი  საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.

სტუდენტები “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ კლინიკურ პრაქტიკას მიმდინარე წლის 3 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით გაივლიან.

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:

  • GPA > 3.0
  • სწავლის საფეხური – დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი პროგრამის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6  კურსი

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე studentscompetition@eu.edu.ge 30 იანვრის 16:00 საათამდე.

გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება 31 იანვარს.

გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით, სტუდენტთა შერჩევა განხორციელდება წარმოდგენილი სამოტივაციო წერილებისა და გასაუბრების საფუძველზე.

კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 6 სტუდენტი.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 3 თებერვლისა.

პრაქტიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტებზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *