2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში „ევროპის უნივერსიტეტი“ გარე მობილობას არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე აცხადებს. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მობილობის ელექტრონულ პლატფორმაზე სტუდენტების რეგისტრაცია 2025 წლის 29 იანვრიდან დაიწყება და 7 თებერვალს 18:00 საათამდე გაგრძელდება.
ინფორმაცია ვაკანტური ადგილების შესახებ:
არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა: მობილობა გამოცხადებულია II და IV სასწავლო სემესტრებზე. ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3. სწავლის საფასური 5000 ლარი
შენიშვნა: არქეოლოგიის პროგრამაზე სწავლა უფასოა, ყოველი მომდევნო სასწავლო სემესტრის დაფინანსების საკითხი განისაზღვრება წინა სემესტრის აკადემიური შედეგების შესაბამისად. დაფინანსებით სარგებლობისათვის დადგენილია შემდეგი პირობა: GPA არანაკლებ 85 ქულა (3.4).
29 იანვრიდან მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გამოიყენეთ ბმული: https://students.emis.ge/