მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები, სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

პირველად საქართველოში “ევროპის უნივერსიტეტმა” მედიცინის ფაკულტეტის ახალწვეულები “თეთრი ხალათების“ ცერემონიით მიიღო

White coat

პირველად საქართველოში “ევროპის უნივერსიტეტმა” მედიცინის ფაკულტეტის ახალწვეულები “თეთრი ხალათების“ ცერემონიით მიიღო.

“თეთრი ხალათების“ ცერემონია სიმბოლურად პასუხისმგებლობებით სავსე მოგზაურობის დასაწყისს აღნიშნავს, “ევროპის უნივერსიტეტი“ კი მომავალი ექიმებისთვის საუკეთესო გარემოს მოწინავე ტექნოლოგიებით, საკუთარი საუნივერსიტეტო ჰოსპიტლით და პროფესორთა განსაკუთრებული გუნდით ქმნის.

“ევროპის უნივერსიტეტის“ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ზარგინავამ, რექტორმა ნინო ტალიაშვილმა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ნათია ჯოჯუამ ახალწვეულებს სიტყვით მიმართეს და გამოწვევებით სავსე პროფესიაში წარმატებები უსურვეს.

ცერემონიის დასასრულს, მისაღებ გამოცდაზე საუკეთესო შედეგის მქონე ოთხი სტუდენტი 50%-იანი სასწავლო გრანტი დაჯილდოვდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *