2025 წლის 21 იანვარს, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, „ევროპის უნივერსიტეტსა“ და აუდიტორულ კომპანია „ფინოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს „ევროპის უნივერსიტეტის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ილია ბოცვაძემ და კომპანია „ფინოს“ ადამიანური კაპიტალის ხელმძღვანელმა ანა ყულოშვილმა მოაწერეს ხელი.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, სადაც სტუდენტებს მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვების დასმის და ამომწურავი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსებისა და აუდიტის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, კომპანია „ფინოში“ დასაქმებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.