სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართა Posted by laura On January 15, 2025 Comments Off on სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართა 13 იანვარს, “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებმა, სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.შეხვედრა სრულად ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებთან ისაუბრეს მათ მოთხოვნებზე და საჭიროებებზე.სტუდენტებმა გააჟღერეს მათთვის საინტერესო იდეები და აქტივობები, რომლის განხორციელებაშიც მათ მომსახურების ცენტრი დაეხმარება.სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი აგრძელებს სტუდენტებთან შეხვედრას და მათი ინიციატივების მხარდაჭერას.