სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ვორკშოპი თემაზე “გახდი ნოტარიუსი 1 დღით” ჩატარდა

samartlis workshopi

26 დეკემბერს, “ევროპის უნივერსიტეტში” სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ვორკშოპი თემაზე “გახდი ნოტარიუსი 1 დღით” ჩატარდა.

ვორკშოპს “ევროპის უნივერსიტეტის” მოწვეული ლექტორი, ნოტარიუსი ხატია ბერიძე უძღვებოდა.

თავდაპირველად, მონაწილეებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია თემაზე: “როგორ გავხდეთ ნოტარიუსი”, რის შემდეგაც, მათ მოირგეს ნოტარიუსის როლი და შეასრულეს სხვადასხვა სახის პრაქტიკული სამუშაოები, როგორებიცაა, ნასყიდობის ხელშეკრულების დამოწმება, ანდერძის დამოწმება, მინდობილობის შედგენა და ა.შ.

სტუდენტებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.