სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” სემინარი თემაზე “ძაღლი ქავილით, საფეხურებრივი დიაგნოსტიკა და მკურნალობის წესები” გაიმართა

“საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის“ ეგიდით „ევროპის უნივერსიტეტის“ ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის სემინარი თემაზე: “ძაღლი ქავილით, საფეხურებრივი დიაგნოსტიკა და მკურნალობის წესები” გაიმართა.

დამსწრეებისთვის სემინარი პროფესორმა სვეტლანა ბელოვამ წაიკითხა.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო მოხსენებები: “ქართულ ბაზარზე არსებული მედიკამენტები“, “კატა ქავილით: საფეხურებრივი დიაგნოსტიკა და მკურნალობის წესები“, რომელიც პროფესორმა ევგენია კონდრატევამ წაიკითხა.

შეხვედრის ბოლოს პროფესორებმა სტუდენტებს, რეალური ქეისები გაუზიარეს და მათ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.