“ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრმა სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად, სტუდენტური ინიციატივების კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის კომისიამ მიღებული განაცხადები განიხილა და 3 გამარჯვებული გამოავლინა.
დაფინანსებული პროექტები:
1. კლინიკური ფოტოგრაფირება სტომატოლოგიაში
პროექტის ავტორი: ლუკა კრაწაშვილი
პროექტის მიზანი: საუნივერსიტეტო კლინიკაში კლინიკური ფოტოგრაფირების დანერგვა.
2. „დაიცავი გარემო და ერთმანეთის ჯანმრთელობა – VetEUcares-თან ერთად“
პროექტის ავტორები: ანა ბაბაიანი, კახა გლოველი, ანა წიკლაური , ზურა კოპაძე, მარიამ მეკოკიშვილი, ნატალი ირემაშვილი, ლუკა ქემერტელიძე, სალომე ჩიტაძე, გოდერძი მამუკელაშვილი
პროექტის მიზანი: ევროპის უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პოპულარიზაცია.
3. პოდკასტების სერია „ლამაზ ქალაქში“
პროექტის ავტორები: ნიკოლოზ ბუთლიაშვილი, ბექა გელდიაშვილი
პროექტის მიზანი: შეიქმნას სტუდენტური პოდკასტი, რომელიც გააერთიანებს ლიტერატურას, მუსიკას, კინოს, თეატრს და კიდევ მრავალ ხელოვნებასთან დაკავსირებულ მიმართულებას