საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის გამოცხადებული ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის კონკურსის შედეგები ცნობილია

ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის ფარგლებში “ევროპის უნივერსიტეტში” 2025-2026 წლის შემოდგომის სემესტრისთვის გამოცხადებული კონკურსი დასრულდა.

კონკურსის შედეგად გამოვლინდა ათი სტუდენტი, რომლებსაც საშუალება ექნებათ პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში, სრული დაფინანსებით, ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ.

კონკურსის გამარჯვებულები არიან:

  • დემეტრე ციხელაშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა

ICD პარიზის ბიზნესის სკოლა (საფრანგეთი);

  • ლუკა მორბედაძე, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა

ხაენის უნივერსიტეტი (ესპანეთი);

  • ნიკიტა დოლაბერიძე, დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამა

კრეტას უნივერსიტეტი (საბერძნეთი);

  • დია ხავალდე, დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამა

სტამბულის ჩერაჰფაშას უნივერსიტეტი (თურქეთი);

  • აფაგ აბასი, სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამა

 დიკლეს უნივერსიტეტი (თურქეთი);

  • მიხეილ ქირია, მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა

 ბუდაპეშტის მეტროპოლიტანის უნივერსიტეტი (უნგრეთი);

  • სალომე კუბლაშვილი, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა

მეტყევეობის უნივერსიტეტი (ბულგარეთი);

  • თინა ყაველაშვილი, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა

მეტყევეობის უნივერსიტეტი (ბულგარეთი);

  • ელენიკო ბარბაქაძე, არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

პლოვდივის პაისი ჰილენდარსკის უნივერსიტეტი (ბულგარეთი);

  • მილანა ზარქუა, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა

პირეუსის უნივერსიტეტი (საბერძნეთი)

აღსანიშნავია, რომ პროექტი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, გახდნენ მეტად კონკურენტუნარიანები შრომით ბაზარზე და წაახალისონ უნივერსიტეტების თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *