“გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ – პროექტის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტის“ თანამშრომლებმა ჯო ენის საუნივერსიტეტო კლინიკის სისხლის ბანკში სისხლი უანგაროდ გაიღეს.
“ევროპის უნივერსიტეტის“ თანამშრომლებმა სისხლის რეგულარულად ჩასაბარებლად მზადყოფნა გამოთქვეს.
ჯო ენის სამედიცინო ცენტრში არსებული სისხლის ბანკი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სისხლის ბანკია ქვეყნის მასშტაბით, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია გააჩნია.