ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ინიციატივით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებისა და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების წახალისების მიზნით, ბირთვისში, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ლაშქრობა მოეწყო, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა ბირთვისის ციხე მოინახულეს.
სტუდენტთა უსაფრთხოების მიზნით, გარე ღონისძიება, მოლაშქრეთა კლუბ “იეტთან” თანამშრომლობით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების შემდეგ, სტუდენტებმა, უნივერსიტეტში მოლაშქრეთა კლუბის დაარსების ინიციატივას ჩაუყარეს საფუძველი.