ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე მე-11 სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია ჩატარდება
								ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე წლის 20 და 21 დეკემბერს მე-11 სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია ჩატარდება.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- კონფერენციის ჩატარების თარიღი – 20 – 21 დეკემბერი, 2021 წელი;
 - თემის სახელმწოდების, ასევე ხელმძღვანელის სახელისა და გვარის გამოგზავნის ბოლო ვადა – 26 ნოემბერი;
 - სრული ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა – 10 დეკემბერი;
 - სამუშაო შეხვედრა ,, როგორ დავგეგმოთ სამეცნირო კვლევა’’ – 22 ნოემბერი, 15:00 საათი;
 - სამუშაო შეხვედრა ,,როგორ მოვამზადოთ სამეცნიერო ნაშრომი’’ – 3 დეკემბერი, 15:00 საათი;
 
საუკეთესო ნაშრომები (5 ნაშრომი) სტუდენტურ სამეცნიერო ჟურნალში: “Biomedical and Core Clinical Research Practice” – ინგლისურ ენაზე, გამოქვეყნდება.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის გზამკვლევში თანდართული ფაილის სახით:
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: studentconference@eu.edu.ge
მიმაგრებული ფაილები: