17 ნოემბერს ვეტერინარიის პროგრამის სტუდენტებისთვის Holiday Inn-ში დასაქმების ფორუმი გაიმართება
2025 წლის 17 ნოემბერს, კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) მიერ დაფინანსებული პროექტის „ვეტერინარული განათლების პროგრამების განვითარება“ (InnovaVet) ფარგლებში, “ევროპის უნივერსიტეტისა” და “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის” ორგანიზებით, პარტნიორ უნივერსიტეტთა სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართება.
დასაქმების ფორუმის მიზანია სავეტერინარო მედიცინის სტუდენტებისთვის ქვეყნის მასშტაბით არსებული რელევანტური დასაქმების პერსპექტივების გაცნობა: საქართველოში მოქმედი საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა, კომპანიების და კლინიკების არსებული სტანდარტების გაცნობა, სამუშაო და სტაჟირების პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება.
ფორუმზე წარმოდგენილი იქნება ვეტერინარიის მიმართულებით ადგილობრივ ბაზარზე მოქმედი 15-ზე მეტი ორგანიზაცია საჯარო თუ კერძო სექტორიდან.
ფორუმი წარმოადგენს სტუდენტებისათვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას პოტენციურ დამსაქმებლებთან პირისპირ შეხვედრისა და ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოებისათვის.
დასაქმების ფორუმის დეტალები:
თარიღი: 17 ნოემბერი, 2025
დრო: 13:00 – 15:00
ადგილმდებარეობა: Holiday Inn Tbilisi, 26 მაისის მოედანი #1.
დამსწრების მსურველებს, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/RRgFe7mT8NBUBovL8