16 დეკემბერს ალექსანდრე კალანტაროვი „ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექციას გამართავს
16 დეკემბერს, 19:00 საათზე, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე კალანტაროვი „ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექციას გამართავს.
დოქტორი ალექსანდრე კალანტაროვი ისაუბრებს თემაზე – „მითები და რეალობა პლასტიკურ ქირურგიაში“.
მომხსენებელი მიმოიხილავს გავრცელებულ მითებს პლასტიკურ ქირურგიაში, სტუდენტებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას და უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს.
ლექცია „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება და მასზე დასწრება შეეძლებათ როგორც სტუდენტებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს.
ადგილმდებარეობა: ევროპის უნივერსიტეტის B კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი 702
მისამართი: დ. სარაჯიშვილის გამზირი 17.