სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

14 – 15 მარტს “ევროპის უნივერსიტეტში” III საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართება

mesame samecniero sesia

2025 წლის 14-15 მარტს “ევროპის უნივერსიტეტში” III საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართება. სესიაზე წარმოდგენილი იქნება არქეოლოგიური ექსპედიციების საველე კვლევა-ძიების ანგარიშები.

სესიის ორგანიზატორები არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, “ევროპის უნივერსიტეტის” აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტი და უნივერსიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი.

ღონისძიება ეძღვნება აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 95 წლისთავს და მასში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ქართველი (თბილისის, რუსთავის, მცხეთის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის სამეცნიერო ცენტრებიდან), ასევე უცხოელი არქეოლოგები (ავსტრიიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან).

მისამართი: თბილისი, გურამიშვილის გამზირი N76 (მეტრო გურამიშვილთან) ევროპის უნივერსიტეტი, I კორპუსი, მე-5 სართული, ზ. ჟვანიას სახელობის საპარლამენტო დარბაზი.

სესიის დასაწყისი – 11:00 საათი.