ევროპის უნივერსიტეტის სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრის ორგანიზებით თანამშრომლებისთვის ონლაინ ტრენინგები ჩატარდა

14 მარტს, ევროპის უნივერსიტეტის სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრის ორგანიზებით, ადმინისტრაციულ თანამშრომლებს, სასწავლო პროცესის მენეჯერებს, ხარისხის დეპარტამენტის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ონლაინ ტრენინგი ციფრული პლატფორმების (Zoom.us და Moodle.edu.ge ) გამოყენებასთან დაკავშირებით.
პროცესის გაადვილების მიზნით , შეიქმნა ვიდეო ტუტორიალები, რაც განთავსდა ევროპის უნივერსიტეტის youtube გვერდზე.
- Zoom-ის გამოყენების ინსტრუქცია https://youtu.be/WI22j-URS_Q
- Moodle-ის გამოყენების ინსტრუქცია https://youtu.be/ilqzAAn3Lew
ბოლო მონაცემებით, ტრენინგცენტრმა უკვე გადაამზადა 188 ლექტორი. დისტანციური სწავლების გაუმჯობესების მიზნით, ტრენინგები გაგრძელდება აპრილის თვეშიც.