მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული სტომატოლოგიის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი თამარ პაჭკორია 1-10 მარტის პერიოდში კლინიკური პრაქტიკის გავლის მიზნითიმყოფებოდა ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორ ტოკატ გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტში.
თამარმა სტომატოლოგიური პრაქტიკა გაიარა აღნიშნული უნივერსიტეტის კლინიკაში დარგის სპეციალისტების ზედამხედველობით და შესაძლებლობა ჰქონდა გაეღრმავებინა ცოდნა და გაეუმჯობესებინა პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
ტოკატ გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტი წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტს თურქეთში და რეიტინგულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მსოფლიოში.