ევროპის უნივერსიტეტის სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრსა და საქართველოს ტრენერთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორენდუმი გაფორმდა

24 იანვარს ევროპის უნივერსიტეტის სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრსა და საქართველოს ტრენერთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორენდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ევროპის უნივერსიტეტის ტრენინგცენტრის ხელმძღვანელმა – მარიამ კილანავამ და ტრენერთა ასოციაციის პრეზიდენტმა – თამარ კანაშვილმა. თანამშრომლობითი მემორენდუმის გაფორმებას ესწრებოდნენ ტრენინგცენტრის მოქმედი ტრენერები.
მემორანდუმზე ხელის მოწერით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორივე მხარე ხელს შეუწყობს ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების/პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც მიმართული იქნება საგანმანათლებლო საქმიანობისა და პროფესიული განვითარების სრულყოფისაკენ.